„თაკარა ვაინსი“: ძალიან კმაყოფილები ვართ, დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ჩინეთის იმპორტის გამოფენაა – ორი საკმაოდ მსხვილი კომპანია დაინტერესდა და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად. ეს ბაზარი საინტერესოა, რადგან ჩინელი მომხმარებლები კარგად არჩევენ მაღალი ხარისხის ღვინოებს“, – ამის შესახებ „თაკარა ვაინსის“ წარმომადგენელმა, თამარ შაფათავამ განაცხადა.

კომპანია შანხაიში მიმდინარე China International Import Expo (CIIE)-ში მონაწილეობს.

5-10 ნოემბერს შანხაი საერთაშორისო იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას – China International Import Expo (CIIE)-ს მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

40-მდე ქართული კომპანია სტუმრებს სხვადასხვა ქართულ პროდუქტს სთავაზობს. გამოფენა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კონტაქტები დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, საცალო ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებთან.

China International Import Expo-ზე წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები