კინოთეატრ “ამირანთან” სპეცრაზმელები გამოჩნდნენ

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უნდა გაიმართოს, სპეცრაზმი მივიდა.

როგორც “კვირას” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სპეცდანიშნულების რაზმები აქციაზე ყვითელი ავტობუსებით, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩვენებას აპროტესტებენ, ამ დრომდე კინოთეატრში შეღწევას ცდილობენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე სროლა იყო, თუმცა როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

​ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა ცოტა ხანში დაიწყება. კინოთეატრ “ამირანის” წინ დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები