ნუკრი ქანთარია: გიგა ბოკერიას ურჩევნია, თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული

გიგა ბოკერიას ურჩევნია, თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული და მისი პოზიციები ასეთი თავხედური როდის გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომელიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

“მისი გათავხედება საიდან დაიწყო, საზოგადოება ხედავს. ალბათ, გახსოვთ, გასულ წლებში, ვის მიერ იყო აღზევებული. რაც შეეხება აქციას, პროტესტის გამოთქმას ვერავის დავუშლი, ზოგს რა მოსწონს, ზოგს – რა. პროტესტის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს უხეშ ჩარევად და პროტესტად არ უნდა გადაიქცეს, რომელიც კანონს გაცდება. ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც არ მოგწონს და ამაზე ბევრს ხმაურობ, სხვა დონეზე აგყავს, რეკლამას უკეთებ და საზოგადოებას უფრო აინტერესებს. ასეთ შემთხვევაში მაყურებლის მხრიდან იგნორი ხდება და ეს არის დიდი პროტესტი და არა ის, როცა ამაზე ხმაური მიდის. არ ვიტყოდი, ამ ადამიანებზე შავრაზმული, მათ ფერს ვერ დავარქმევდი. მათ სწამთ, რომ ასეთი ჩარევა საჭიროა. ასეთი ჩარევა ხელს უწყობს ფილმის მიმართ ინტერესს”, – აღნიშნა ქანთარიამ.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ “ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არის ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერი. ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები