„გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა“
გერმანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესი გუშინ, გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრისას გამოხატა.
“მე შევხვდი გერმანიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ძალიან გავლენიანი ფიგურაა. ეს ფედერაცია არის გაერთიანება, რომელშიც შედის ყველა წარმატებული, წამყვანი გერმანული კომპანია. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ უახლოეს თვეებში შედგეს ბიზნესფორუმი და ველოდებით გერმანული კომპანიების ჩამოსვლას საქართველოში, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინვესტიციების განხორციელებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მათ გამოხატეს ინტერესი. ეს იყო პირველი შემთხვევა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, როცა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.