“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა”

ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილზე ქალაქის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის უფროსი, ირაკლი მოქია ამბობს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა, რასაც ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა.
მისივე განმარტებით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ არის.

“სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, ამწე ლიფტი ჩამოწყდა. კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სამუშაოებს კომპანია “გიგერო” აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი მოქია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბესიკისა და კიროვის კვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს 30 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა, თუმცა სტაციონარში მაინც გადავიყვანეთ, მეოთხე სართულზე ბინას არემონტებდა სავარაუდოდ, კორპუსი მშენებარე არ არის”, – ბადრი პაქსაძემ.

​მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები