“თბილისი პრაიდის” გუნდი ლევან ვასაძეს მიმართავს და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე ეპატიჟება

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე დასასწრებ ბილეთს ჩუქნიან.

როგორც მათ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერეს, ისინი ვასაძის მიერ გაღებულ მსხვერპლსაც აცნობიერებენ, რომ ის ამ მოვლენების გამო, ბუდაპეშტში დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“თბილისი პრაიდის გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად.
ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.
ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!
​მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi ბილეთი სად მოგაწოდოთ?” – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” გუნდი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები