ბესელია არასამთავრობოებს და საზოგადოების სხვა ნაწილს უზენაესის მოსამართლეების სიისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

0

რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანამოაზრეებს და მოქალაქეების სხვა ნაწილს მოუწოდებს, რომ იმ დღეს, როდესაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის, პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ.

“მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას.

ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, შესაფერისი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების და ამომრჩევლების ხმა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი