ბათუმში აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბათუმში აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მონაწილეები მოითხოვენ, რომ აზარტული თამაშები 25 წლამდე საქართველოს მოქალაქისთვის აიკრძალოს. ასევე აკრძალვა უნდა შეეხოს ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებში რეგისტრაციასა და მონაწილეობას.

,,საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა, რამდენიმე ახალგაზრდამ მოიკლა თავი, სტატისტიკა საგანგაშოა. ამ პრობლემასთან შეხება საქართველოში ბევრს აქვს. ელექტრონული და აზარტული თამაშები უნდა შეიზღუდოს. აუცილებელია უკონტროლო ბიზნესი გახდეს კონტროლირებადი. ვუერთდებით საქართველოში მიმდინარე პეტიციას და თითოეულ მოქალაქე მოქალაქეს მოვუწოდებთ ხელი მოაწერონ ამ პეტიციას. ახლა ლოდინის დრო აღარ არის, აუცილებელია მთავრობამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება  პრობლემად აღიაროს. შეკრების ადგილი სასტუმრო ჰილტონთან სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან აქ მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია. მნიშვნელოვანია მივიდეს ეს ხმა საერთაშორისო დონემდე. თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში ამ პრობლემასთან შეხება რომ არ ჰქონდეს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, აკაკი გვიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში ახლაგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი სიკვდილამდე სოციალურ ქსელში ბოდიშს უხდის მშობლებს და ახლობლებს. სუიციდის მიზეზად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები