საავტომობილო გზებზე შეზღუდვები გრძელდება
უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის ცხვარიჭამია-თიანეთის (კმ15-კმ60) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით დასაშვებია, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. თბილისის შემოსავლელი გზის ზაჰესი-მარტყოფის (კმ4-კმ28) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვებია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის სასადილო – თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32–კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე შეზღუდვები გრძელდება. ზვავსაშიშროების გამო აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების შესახებ მათ ინფორმაცია, გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღეს. გარდა ამისა, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ102-კმ182 (ლახამულა-კალა) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.