კობა გვენეტაძე: ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციები სწორი და დროული იყო

სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციებს სწორს და დროულს უწოდებს.

“ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია, რომელიც მივიღეთ, მიმართული იყო იმისკენ, რომ არ შეიქმნას მოწყვლადობა ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ბევრი ცენტრალური ბანკი აკეთებს აბსოლუტურად იგივეს და უფრო მკაცრ ზომებსაც იღებს.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორად და დროულად მივიღეთ ეს ზომები. თუ შევხედავთ პორტფელის ზრდას, დღევანელი მდგომარეობით, ეს არის 13,5% წლიური ზრდა, თუ მოვაშორებთ გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტს, ეს მაჩვენებლი არის ჯანსაღი და მდგრადი
უფრო მნიშვნელოვანია, ზრდა იყოს მდგრადი როგორც საკრედიტო პორტფელის,ასევე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ეს ყველაფერი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო მდგრადს გახდის ეკონომიკურ ზრდას”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამოქმედდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი სისტემა, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები