გორის ქუჩებში ახალი ურნები დაიდგა

გორის ქუჩებში ახალი ურნები დაიდგა. ამ ეტაპზე, 50 დეკორატიული ურნა ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშივილის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმის, შიოს წყაროს და ბარათაშვილის სკვერებში, ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა.

“უახლოეს პერიოდში ურნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქალაქის მასშტაბით დამატებით 200 ცალი მცირე ზომის ურნა განაწილდება. გარდა ამისა, მოხდება არსებული ურნების განახლება, რომელიც საჭიროების შესაბამისად ქალაქში ქუჩებში და სკვერებში განთავსდება”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები