ეკა ბესელია: “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ჩემი გვარი პირდაპირ წერია
“ფრიდომ ჰაუს”-ის ანგარიშში ჩემი გვარი პირდაპირ წერია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“ფრიდომ ჰაუს”-ის ანგარიშში პირდაპირ წერია ჩემი გვარი და ის, რომ მორალური ტერორი უკავშირდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, გადაწყვეტილებებს და იმ წინააღმდეგობას, რომელიც წარმოიშვა მაშინ მმართველ პარტიაში. ეს რომ ანგარიშში მოხვდა, არ არის გასაკვირი, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე ინდიკატორია, რომელიც ქვეყანას მოცემულ ვითარებაში დემოკრატიის კუთხით ზომავს და ძალიან ცუდად ახასიათებს. ამდენი თვე გავიდა, მე-11 თვე დაიწყო და დღემდე გამოძიებამ ვერ იპოვა პირველწყარო და ჩამდენი და არა მე-3 და მე-4 პირი. დღემდე რომ ვერ გამოიძიეს, ვინ ჩაიდინა და რატომ ეს დანაშაული, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა ბესელიამ.