“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

ახალი თაობისთვის ენერგეტიკაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ თბილისის კერძო სკოლის “ჯეჯილის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგური “ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკული მდგრადობაა, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები