ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” და მისი განშტოებები ორკესტრირებულ შტურმს აწარმოებენ ეკლესიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეკლესიაზე ორკესტრირებულ შეტევას სახელმწიფო დაუპირისპირებს საკადრის პასუხს.

მისივე განცხადებით, ისინი ეკლესიისა და პატრიარქის ინტერესებს დაიცავენ. როგორც მან აღნიშნა, სოციალურ ქსელში ნათლად ჩანს თუ ვინ დგას საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების უკან.
“შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ „ფეისბუქს“ და მარტივად ნახავთ, რომ დიდიან-პატარიანად ერთი და იმავე პარტიის, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განშტოებების აქტივის წარმომადგენლები აწარმოებენ ორკესტრირებულ შტურმს ეკლესიაზე. შტურმი არის ინიცირებული მათ ლიდერების მიერ, ამას ჰქონდა საბაბი. სინოდის ცნობილი შეხვედრის შემდეგაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული ისინი აწარმოებდნენ შეტევას ეკლესიაზე სხვადასხვა ფორმით. ეს შეტევა გრძელდება, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, დავუპირისპირებთ პასუხს. პასუხი კი იქნება ის, რომ ჩვენ დავიცავთ ეკლესიის ინტერესებს, პატრიარქის ინტერესებს და ამ კუთხით გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები