C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე დღეიდან რეგისტრაცია იწყება

  C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე დღეიდან რეგისტრაცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას შორომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის წესი განმარტა.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, C ჰეპატიტით დაავადებულმა პირებმა ფასდაკლებით სარგებლობის უფლების მისაღებად, დღეიდან (კვირის გარდა) სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურებს უნდა მიმართონ. წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას.
სააგენტოში განცხადების ჩაბარების შემდეგ, მისი დოკუმეტაცია განიხილება „C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, საბუთების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ეცნობება განმცხადებელს. დადებითი პასუხის შემთხვევაში 1 ივლისიდან, მედიკამეტების შეძენა შესაძლებელი იქნება მისამართზე: თბილისში იოსებიძის ქ. N60; ქუთაისი ბროსეს ქ. N5; ბათუმი გოგებაშვილის ქ. N32;

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები