რომან გოცირიძე: ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

ეს შავრაზმული ექსტრემისტული ჯგუფები ხელისუფლებასთან პირდაპირ არიან დაკავშირებულნი, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის თბილისში, 8 ნოემბერს ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩატარების საშუალებას არ მისცემს.

“ეს შავრაზმული ექსტრემისტული ჯგუფები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ხელისუფლებასთან. მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა. ყოველთვის გასდიოდათ ის ძალადობა, რასაც ისინი სჩადიოდნენ. თურმე კომბლებს დატოვებენ სახლში, სამაგიეროდ შიშველი ხელებით ჩაშლიან. მაშინ, ფილმი “მაცი ხვიტია”, სადაც ცხენებს იპარავენ, გამოდის რომ ეს ფილმი ეწევა ქურდობის პროპაგანდას. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება. ხელისუფლება იქნება დამნაშავე რაიმე ძალადობის გამოვლინების შემთხვევაში ვინაიდან, ეს მათი მხრიდან არის წახალისებული”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ფილმის – და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის “Director’s Fortnight” სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

“​And Then We Danced”, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები