სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულს გირაო შუფარდა

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ, პაატა მაჭარაშვილს აღკვეთის რონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის შეთავაზება მაჭარაშვილისთვის პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა. ასევე, თანასოფლელების მიერ თავდებში დადგომა და გათავისუფლების მითხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერა და მაჭარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. მირზაანში რწმუნებულის შვილს, კობა თარაშვილსა და პაატა მაჭარაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 2 ტომარა ხორბლის გამო დაიწყო, რის შედეგად, მაჭარაშვილმა სანადირო თოფით 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები