კახა კალაძე: უმნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

თბილისის მერი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

კახა კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონების გაძლიერების, ტურიზმისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

“სწორედ მსგავსი პროექტების პარალელურად იზრდება ტურისტული მიმართულება და უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. თბილისი არის ტურისტული ცენტრი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის უდიდესი საქმე. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები