ადმინისტრაცია: პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად, ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

“ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები