სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

საგზაო უსაფრთხოების წესები იცვლება, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება, – ამის შესახებ დღეს შსს-ში გამართული პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, შს სამინისტროს გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

“9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება,”- განაცხადა ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები