ირლანდიის პრემიერი: ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება.

ამის შესახებ განცხადება ლეო ვარადკარმა Sunday Independent-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ალბანეთისა და საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში ყალბი დოკუმენტებით ჩადიან.

ვარადკარის განცხადებით, ბოლო წლებში ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 60 % არის გაზრდილი. ამავე დროს „მიუხედავად ამ მატებისა, ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა ზღვარგადასული რაოდებობა არ ფიქსირდება“.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრანტებმა ქვეყანაში ჩასასვლელად კანონიერ გზებს უნდა მიმართონ, ხოლო „არალეგალური მიგრაცია დაუშვებელია“, – წერს 1 TV.GE.

როგორც ირლანდიური მედია წერს, 2018 წელს ირლანდიაში თავშესაფარი 450-მა ქართველმა მოითხოვა, რაც თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 12%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები