სერგი კაპანაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ივანიშვილი ოპოზიციაში გადავიდეს და მართლა ქველმოქმედებით დაკავდეს

ყველამ კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა არ გამართლდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
“მგონი, ყველამ კარგად დაინახა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა არ გამართლდა. მან არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრა, არც ერთი დაპირება არ შეასრულა. დაპირება, რომ ინვესტიციებით კურორტებს ააღორძინებს, ესეც არ შესრულდება. ამას ისე ვერ გააკეთებს, როგორც ვერ გააკეთა, ფასების გაიაფება, ლარის გამყარება და ა.შ. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესის დაწყებაა, როცა საზოგადოებას აჩვენებს, რომ მზად არის, თავისი ფული კიდევ ერთხელ დახარჯოს. ხალხს ჰპირდებოდა, რომ თითოეულ სოფელს ხუთი მილიონი ექნებოდა, თავის ფულს დახარჯავდა და იაფი კრედიტები იარსებებდა, არც ამას გააკეთებს. ინტერვიუში ნიშანდობლივი იყო, “საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოსო”, ივანიშვილი საქმემ წარმოაჩინა, რისი მაქნისიცაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიციაში გადავიდეს და მართლა ქველმოქმედებით დაკავდეს. ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებით აკეთებდა და ახლაც ამას აგრძელებს“, – აღნიშნა კაპანაძემ.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად სასტუმრო “პარაგრაფი“ გაასხვისოს, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული. ივანიშვილი “Entrepreneur Georgia”-სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს როგორ და რა პირობით აპირებს, წყალტუბოში არსებული სასტუმროების შეძენას, ასევე როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და ბიზნესს თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები