უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანია „უფლისციხის მეურნეობის“ მიერ რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები.
აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის 3 ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა, სადაც სახელობითი ნერგები დაირგო.
დღეიდან რეაბილიტირებული მარანი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მარშრუტად იქცევა. საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის უფლისციხის მარანი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ “უფლისციხის მეურნეობის“ დამფუძნებელთან, ტრისტან დოღოზაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების -„ქართული გემოს“ და “ქართული სამოსის” გამოფენა- გაყიდვა. ღონისძიებაზე ექსპონირდა „ხელოვნების სასახლეში“ დაცული ქართული ტრადიციული სამოსი. ჩატარდა ქართული ტრადიციული კრეძების მასტერკლასი. დეგუსტირდა ადგილობრივად დაწურული ღვინოები – თეთრი ჩინებული და წითელი -თავკვერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები