საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

თამბაქოს ინდუსტრია თვითონ უმატებს ფასს, რაც მათ მოგებას ზრდის,- ამის შესახებ საქართველოში “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” დირექტორმა, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
“თამბაქოს გაძვირება გადასახადების მატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულად – იანვარში, შემდგომ გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთრის პერიოდში უმატებს ხოლმე ფასს. ბოლოს გადასახადმა გასულ წელს მოიმატა და თამბაქოს ინდუსტრია თვითონ უმატებს ფასს, რაც მათ მოგებას ზრდის”,- განმარტა ბახტურიძემ.
ფასი თამბაქოს რამდენიმე სახეობაზე 20 თეთრით არის მომატებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები