ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე და გომისმთამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-კმ53-კმ (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 16-კმ 33-კმ მონაკვეთზე.
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.