ყაზბეგში გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული ხიდის აშენება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. როგორც “კვირას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განხორციელდება. სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობა დროებითი ხიდით სარგებლობს.
გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1.6 მლნ ლარს აღემატება.
მიმდინარე წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ახალრეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა. ასევე, აშენდა ახალი ხიდი სოფელ ყანობში.