მიტროპოლიტი გრიგოლი: პატრიარქმა სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო
დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ექიმია და გამოკვლევები ჩხუბისა და ყვირილის დროს ვერ ტარდება, საჭიროა დამშვიდება.
“მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული, რაც მოხდა გუშინ. გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა აღელვებულია მარტვილი, წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო“, – განაცხადა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.
მისი თქმით, სასულიერო პირები აღელვებულები არიან და ესმის, რომ განცხადებები შეიძლება ცხელ გულზე გაეკეთებინათ.
“აღელვებულები არიან, ცხელ გულზე შეიძლება თქვან. მე, რა თქმა უნდა, ექიმი ვარ და გავესაუბრები“, – თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მიტროპოლიტი მრევლთან და სასულიერო პირებთან შესახევედრად სინოდის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა. მღვდელმთავარი წირვას კვირას ჩაატარებს.