გიგი უგულავა: გახარიამ “იჩალიჩა” პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, გახარიამ “იჩალიჩა” პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ახლა კვლავ ოპოზიციას მოადგა.
„ვინაიდან გახარიას რუსული უკეთესად ესმის, ვიდრე ქართული, მაშინ მეც მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი „Кто про что, а курица про просо”, ანუ იარა, ქექა, ვციტირებ “იჩალიჩა” პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას, ისევ იგივე ოპერას, რასაც შვიდი წელია ვისმენთ „ქართული ოცნებისგან“, დაწყებული საბურავებს როგორ ვყრიდით და უკრაინიდან ჩამოგვყავდა ვიღაც ექსპერტები, როგორც სადარბაზოებში ვყრიდით შპრიცებს სპეციალურად, მარსზე მივფრინავდით ივანიშვილის ჩამოსაგდებად და აშ. სირცხვილია, როდესაც უტიფართან ერთად ბრიყვი პრემიერ-მინისტრი გვყავს. ის არის უტიფარი, რადგან 20 ივნისის ტრაგედიის შემდეგ არათუ გადადაგა, არამედ დათანხმდა ივანიშვილს, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი და ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე უტიფარი ქცევა. მაგრამ ის არის ბრიყვი, ვინაიდან ჰგონია, რომ გამოღმა შედავებით ახლა ცდლობს, რომ აქეთ ისევ ნაცადი ხერხით, ტრადიციული ნაც-ქოცური დაპირისპირებით გავიდეს ფონს. თუ ამდენი წლები ეს ყურით მოთრეული დისკურსი მუშაობდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ ნაღმზევე, პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება გახარია, ივანიშვილი და მთელი მათი ქართული ოცნება”,- განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევად შეაფასა. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას სხვადასხვა სახის პროვოკაციით ზიანი მიაყენონ.