ზაზა გაბუნია: პატრიარქს აწ უკვე განყენებული მღვდელმთავარი და წინა ხელისუფლება დაუპირისპირდა, მათი განცხადებები ერთი ერთშია

“სასაცილოა ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რადგან არ არსებობს არავითარი საფუძელი. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი იყო მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი ეკლესიის და ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის მთავარი მხარდამჭერი ეკლესიის ფასეულობების და ეროვნული ღირებულებების”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
​მისი თქმით, აწ უკვე განყენებული მღვდელმთავარი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ პატრიარქს, მათი განცხადებები ერთი ერთშია.
“სასაცილოა ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რადგან არ არსებობს არავითარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი იყო მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი ეკლესიის და ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის მთავარი მხარდამჭერი ეკლესიის ფასეულობების და ეროვნული ღირებულებების. ამ ფონზე მიაქციეთ ყურადღება ვინ დაუპირისპირდა პატრიარქს. აწ უკვე განყენებული მღვდელმთავარი და მისი მხარდამჭერი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებები არის ერთი ერთში. ორივე აკრიტიკებს პატრიარქს და ხელისუფლებას. მათი მიზანია, რომ დაასუსტონ და დააკნინონ საქართველოს ეკლესია და ხშირად მათი განცხადებების უკან დგას სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები