თეა წულუკიანი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს
ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და მყარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს და შეძლოს, მიუხედავად მისი ასაკისა, ეკლესიის მართვის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გუშინდელი სკანდალური სინოდის სხდომის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის უკან მდგომ ძალები ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას.
“თუ საგამოძიებო კომისიის შექმნაზეა საუბარი, არ ვფიქრობ, რომ საჭიროა, ხოლო უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება, ამაზე მთავარმა პროკურორმა უკვე გაგცათ პასუხი. ბრმა უნდა იყო, ალბათ, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმების სერია უკვე მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც ასეთი ღია თავდასხმა მოხდა საქართველოს პატრიარქზე. ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და მყარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს და შეძლოს, მიუხედავად მისი ასაკისა, ეკლესიის მართვის გაგრძელება. ძალები, რომლებიც თავდასხმის უკან დგას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის გამოსაცნობი არაა, ეს არიან ძალები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთმთავრობიდან გადააყენა, რის შემდეგაც მან პატრიარქს, ილია მეორეს, მამათმავლობით შეპყრობილი უწოდა.