“ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალების მცდელობაა იერიში მიიტანონ ეკლესიაზე, რამდენიმე თვის წინ იგივე ძალები იერიშს სახელმწიფოზე ცდილობდნენ”

“ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალების მცდელობაა იერიში მიიტანონ ეკლესიაზე, ისევე როგორც, რამდენიმე თვის წინ იგივე ძალები ცდილობდნენ იერიშის მიტანას სახელმწიფოზე”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან სიტყვით თუ საქმით წლებია ებრძვის საქართველოს ეკლესიას.

“უპირველეს ყოვლისა მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების სახელით. ძალიან რთული იყო იმ უხამსი და უზნეო ფორმის დემარშის, გალაშქრების ნახვა, რომელიც განხორციელდა მხცოვანი პატრიარქის მიმართ. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს არის ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალების მცდელობა ეკლესიაზე მიიტანონ იერიში, ისევე როგორც, რამდენიმე თვის წინ, 20-21 ივნისს იგივე ძალები ცდილობდნენ იერიშის მიტანას სახელმწიფოზე. ამ მოვლენებს შორის კავშირი აშკარაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც ადრე იყო ხელისუფლებაში და ახლა ოპოზიციაშია, სიტყვით თუ საქმით წლებია ებრძვის საქართველოს ეკლესიას. გუშინდელი დღე იყო ამ ადამიანების ლუსტრაციის დღე. როგორც კი უმძიმესი განცხადება გაკეთდა, ისინი ჩამოეწყვნენ და უტევდნენ ეკლესიის ინტერესებს. ეს ხალხი ადრე ხელისუფლებიდან უტევდნენ ეკლესიას, ახლა ოპოზიციიდან ან სხვა ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები