რუსუდან თევზაძე: შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს, რომ ადგილი აქვს ეკლესიის უმოწყალო დისკრედიტაციას

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის შეფასებით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ეკლესიის უმოწყალო დისკრედიტაციაა. ის იმედს გამოთქვამს, რომ არსებულ სიტუაციაში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

“შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს, რომ ადგილი აქვს ეკლესიის უმოწყალო დისკრედიტაციას და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ყოველივეს გულმოდგინეთ იყენებენ პოლიტიკური კონიუქტურით გაჯერებული რიგი საზოგადოებრივი ჯგუფები. თუმცა დიდი იმედი მაქვს ჯანსაღი აზრის გამარჯვებისა. ეს კიდევ მორიგი ჩასაბარებელი გამოცდაა, რომელსაც მჯერა, რომ აუცილებლად წარმატებით ჩავაბარებთ!!!” – წერს რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები