ანდრია ჯაღმაიძე: პეტრე ცაავამ მოინანია, მხოლოდ საკუთარი განცხადების ფორმა და არა შინაარსი

პეტრე ცაავამ სინანული გამოთქვა იმ ფორმის გამო, რა ფორმითაც მან თქვა ის, რაც თქვა, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით ის იგივე აზრზე რჩება.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„გუშინ მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა, ის რაც განაცხადა. შინაარსი, როგორც მე მახსოვს და ალბათ თქვენც გახსოვთ მან გაიმეორა და თქვა, რომ იგივე აზრზე რჩება და უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

31 ოქტომბერს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა და მონასტერში გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები