დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამ დროისთვის საპატრიარქოში სინოდის წევრები უკვე იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

მისივე თქმით, სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა.

„წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. ის რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ განიხილება, მეუფე იაკობის ბრალდებები, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები