გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გორის შესაავლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი და კაცი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მყოფი ორი პირი კი გორმედის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადმოყვანილი იქნა ორი ადამიანი შუახნის კაცი და ქალი. მამაკაცს აღენიშნება თავისა და ნეკნების არეში დაჟეჟილობები, რაც შეეხება ქალს, მას ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება”, – განაცხადეს გორმედის პრესსამსახურში.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები