თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოების მცირე ნაწილში “დაუნახაობის” სინდრომს, როგორც დაავადებას, კონკრეტული სახელი ჰქვია

“საზოგადოების მცირე ნაწილში “დაუნახაობის” სინდრომს, როგორც დაავადებას, კონკრეტული სახელი ჰქვია, მაგრამ მაინც იქნებ…”, – იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის!

ბიძინა ივანიშვილი:”გადავწყვიტე პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება”.

ჯამში მივიღებთ რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქს! ბავშვთა მოედნებს, წყლის პარკს, ტროპიკულ ბაღს, გოლფისა და ჩოგბურთის მოედნებს, კლდეზე ცოცვის პარკს, სავაჭრო ცენტრს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, მეტ დასაქმებულ ადამიანს.

წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არამარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით!

საზოგადოების მცირე ნაწილში “დაუნახაობის” სინდრომს, როგორც დაავადებას, კონკრეტული სახელი ჰქვია, მაგრამ მაინც იქნებ…” – წერს თმთ მეგრელიშვილი.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები