მამუკა მდინარაძე: არ უნდა გაგაღიზიანოთ იმან, რომ წყალტუბო იქნება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი რეგიონში

არ უნდა გაგაღიზიანოთ იმან, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ქალაქი – წყალტუბო იქნება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი რეგიონში, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტყუილს ტყუილი დაერქმეოდა, ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა და ეს ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ტყუილს. ფაქტებმა, კონკრეტულმა მოცემულობებმა გუშინწინდელმა დღემ, საარჩევნო შედეგებმა, შეიძლება გაგაღიზიანოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამას სპეკულირება არ უნდა მოჰყვეს და არ უნდა გაგაღიზიანოთ იმან, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ქალაქი – წყალტუბო იქნება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი რეგიონში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები