ლევან ნიკოლეიშვილი: აბასთუმნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ახალი, უნიკალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა წყალტუბოში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ექსპერტი წერს, სრული აღდგენა-რეაბილიტაცია წყალტუბოს კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის დასვენების ცენტრად გადააქცევს.

“ძველი დანგრეული კურორტიდან ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრამდე.

აბასთუმნის (და მრავალი პროექტის) შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ახალი უნიკალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა წყალტუბოში (ისე ვერ ვითმენ და ვიღაც-ვიღაცებს მაინც მინდა შევახსენო, რომ მარტო ამაზონის ტყეები არ აწუხებს ამ ოჯახს).

პროექტის, რომელიც მოიცავს წყალტუბოს კურორტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას და თანამედროვე, საერთაშორისო მნიშვნელობის დასვენების ცენტრად გადაქცევას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იმავე პროექტის ფარგლებში მოხდება რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის ისტორიული ძეგლების რესტავრაცია და განახლება, თავის ახალი სამუშაო ადგილებით, რომელიც მთლიანობაში ახალ სიცოცხლეს შესძენს საქართველოს ულამაზეს რეგიონებს და ძველი საბჭოური კურორიტიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად გადააქცევს!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები