სლოვაკეთში არჩევნებამდე 50 დღით ადრე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების გასაჯაროება აკრძალეს

სლოვაკეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, არჩევნებამდე 50 დღით ადრე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება.

Euractiv წერს, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული თებერვალში ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ, რაც ოპოზიციის და ექსპერტების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

ოპოზიცია თვლის, რომ აღნიშნული ემსახურება ახალი პარტიების პოპულარობის შემცირებას.

მედია წერს, რომ სლოვაკეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უკანასკნელ წლებში ახალი პარტიების ზრდა შეინიშნება.

კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტია Smer გახდა.

სლოვაკეთში აქამდე გამოკითხვების შედეგის გამოქვეყნება 14 დღით ადრე იყო აკრძალული.

როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, კანონპროექტი დეზინფორმაციისგან ამომრჩევლის დაცვაზეა მიმართული, რომ მათ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება პარტიების პროგრამების და საქმიანობის ანალიზის შედეგად.

„პოლიტიკური პარტიები გამოკითხვებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და გავლენების მოხდენისთვის იყენებენ“, – ნათქვამია კანონპროექტში.

სოციალურ-დემოკრატიული პარტია Smer ხელისუფლებაში 2006 წლიდან იმყოფება, მომდევნო წლის არჩევნებში ის კვლავ ფავორიტად რჩება.
თუმცა პარტიამ პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში 2018 წელს ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე მოკლეს, რომელიც მთავრობაში დანაშაულებებს იძიებდა.

ჟურნალისტის მკვლელობამ კორუფციის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

აქციების შედეგად პარტიის ყოფილმა ლიდერმა რობერტ ფუცომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები