თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისისას დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, მამაკაცს სხეულის 35 % აქვს დამწვარი. დაშავებული ამ დრომდე დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება.

თევდორე მღვდლის 38 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება გუშინ, ღამით მოხდა. ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 77 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები