არსებობს თუ არა “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან შურისძიების საფრთხე – აშშ-ის დაზვერვა გამკაცრებულ რეჟიმში მუშაობს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ, „გამკაცრებული რეჟიმის“ პირობებში მუშაობს.

თუმცა, როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, ტერორისტული საფრთხის გამოცხადება არ იგეგმება, სანამ არ იქნა მოპოვებული კონკრეტული და დადასტურებული ინფორმაცია საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მოქნილი იქნება. მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას და რეაგირებას, და ფეხს ავუწყობთ მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს“,-აღნიშნეს უწყებაში.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი 27 ოქტომბერს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლეს.

დღეს კი, უკვე გახდა ცნობილი, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერად აბდულა ქარდაში დასახელდა, რომელიც ასევე ჰაჯი აბდულა ალ-აფარის სახელით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები