ბულგარეთმა ჯაშუშობისთვის, ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

ბულგარეთის მთავრობამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა, თუმცა დიპლომატის სტატუსიდან გამომდინარე ის შეწყდა.

ცნობილია ისიც, რომ დიპლომატმა ბულგარეთი უკვე დატოვა, რუსეთის საგარეო უწყებაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები