„ბრექსიტი“ 31 იანვრამდე გადაიდო

ევროკავშირი „ბრექსიტის“ პროცედურის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადებას დათანხმდა.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, „ევროკავშირი ბრიტანეთის თხოვნას დათანხმდა „ბრექსიტის“ მოქნილ გადადებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთს ბლოკიდან გასვლა გაცხადებულ თარიღზე ადრეც შეუძლია, თუ ამას პარლამენტის რატიფიცირება მოჰყვება“.

ამიერიდან ევროკავშირი ლონდონის გადაწყვეტილებას დაელოდება. თუ ბრიტანეთის პარლამენტი გასვლის გადაწყვეტილების რატიფიცირებას მოახდენს, წევრი ქვეყნების 24 საათიან რეჟიმში საკუთარ წინადადებებს წარადგენენ, თუ ასეთი არ იქნება, გადაწყვეტილება ძალაში შევა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში წევრი ქვეყნების შეხვედრაზე და საფრანგეთის მიერ საკუთარი უარის მოხსნის შემდეგ იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები