ფარეხასთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევისას დაშავებული გარდაცვლილის დედაა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

სატვირთო ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

“რეგიონული კვირას” ინფორმაციით,  დაშავებული ნ.გ  გარდაცვლილი მგზავრის დედაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები