ექიმი: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 2 დღით გაიყვანეს ქალაქიდან
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ხელმოწერის შემდეგ ქალაქი დატოვა და ბობოყვათში წაიყვანეს.
როგორც მისი ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, პატრიარქის მდგომარეობა ნორმალურია, მას ვირუსული ინფექცია აქვს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებს.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 2 დღით გაიყვანეს ქალაქიდან და ალბათ პარასკევს დაბრუნდება”, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა.