სოფელ ძევერაში ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში . ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა,რის შედეგადაც მძღოლმა თავისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

“მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მანქანის მართვაც კარგად არ იცოდა. იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი სახლის კედელი დაანგრია. თვითონაც დაზიანდა,  მანქანის წინა მინა ჩაამტვრია, ” – უყვება “რეგიონულ კვირას” ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები