ქუთაისში სამშემებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა ქონდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციები ჩაუტარდა.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები