წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა კედელს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
​როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები