საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რიგებს ორი გოგონა შეემატა(ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი გოგონა შეემატა.

ნინო მიქაძე და ლელა გიორგაძე 2019 წლის საზღვაო სეზონზე წყალზე მაშველებად ფოთსა და თბილისში მუშაობდნენ. სეზონური სამსახურის დასრულების შემდეგ გოგონებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარჩენის სურვილი გამოთქვეს და სულ მალე საქმიანობას შეუდგებიან. ნინომ და ლელამ ფიზიკური მომზადების ნორმატივები უკვე ჩააბარეს და ახლა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. სწავლების დასრულების შემდეგ, ისინი დასავლეთის და აღმოსავლეთის ქბრბ ჯგუფებში გადანაწილდებიან.

უწყების ინფორმაციით, გოგონებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი და ქბრბ სამმართველოს უფროსი – მალხაზ ლაგურაშვილი შეხვდნენ, შესაბამისი ეკიპირება გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია სახანძრო-სამაშველო სამსახურში გოგონების ჩართულობის გაზრდა. 2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად საქართველოს წყლებზე გოგო მაშველები გამოჩნდნენ, რომლებმაც თავი არაერთხელ გამოიჩინეს. ამ მხრივ სამსახური განვითარებას მომავალშიც განაგრძობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები