სვანეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი რეზო ფალიანი იქნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე – ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი გიორგი გულბანი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები – სამსონ ბრეგვაძე, მირზა ლიპარტელიანი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ვეტერანებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო -ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, რეზო ფალიანი წარუდგინეს.

რეზო ფალიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია და იგი მესტიის მუნიციპალიტეტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იქნება, რაც ადგილობრივი ვეტერანებისთვის უწყებასთან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ფალიანის წარდგენას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – კაპიტონ ჟორჟოლიანიც ესწრებოდა  და მან  უწყების ახალ თანამშრომელს ყველა იმ საკითხში აღუთქვა დახმარება, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს და რომელთა გადალახვაც, ბენეფიციართა ყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები